თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში, ანტალიაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 61 წლის ქეთევან ქათამაძის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსუიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი, ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა