გოგლა ჟვანია  14  ივნისის მოვლენებზე - მოქმედ პირთაგან არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით,  ორივე მხარე   ქვეყნის გარეთ მყოფი თავიანთი პატრონების საამებლად მოქმედებს

პრობლემებზე როდესაც ვფიქრობ, ნამდვილად არ მახსენდებიან არც გეი პრაიდებისთვის და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლნი, რადგანაც არც საკითხი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, ხოლო მოქმედ პირთაგან არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით. ორივე მხარე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფი თავიანთი პატრონების და დამფინანსებლების საამებლად მოქმედებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია წერს.

„ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ღირსების შემლახავია: ჩვენი ხალხის აუტანელი სიღატაკე, ნაგვის ბუნკერებში ჩამძვრალი მოხუცები და მაწანწალა ბავშვები, ოჯახებიდან საზღვარგარეთ საშოვარზე წასული დედები, ფუნქციადაკარგული კაცები და ფაქტიურად დაშლილი ოჯახები, უკონტროლო იმიგრაცია, მოწამლული საჭმელ-სასმელი, ჰაერი და სათამაშოები, ნარკოტიკებში და კაზინოებში გადაყრილი მილიარდები და ამის შედეგად წაქცეულ-დაბეჩავებული ადამიანები, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან გამოყრილი ადამიანები, უწამლო ავადმყოფები, უგულო ჩინოვნიკები, მოშლილი განათლება და თავის ქვეყანაში პერსპექტივადაკარგული ახალგაზრდობა, ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკოსთა ფლიდობა და უზნეობა. სამწუხაროდ ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, პრობლემებზე როდესაც ვფიქრობ, ნამდვილად არ მახსენდებიან არც გეი პრაიდებისთვის და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლნი, რადგანაც არც საკითხი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, ხოლო მოქმედ პირთაგან არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით. ორივე მხარე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფი თავიანთი პატრონების და დამფინანსებლების საამებლად მოქმედებს“, - წერს ჟვანია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის