მიხეილ ბატიაშვილი - ქართველი სპორტსმენები ევროპული თამაშებისთვის კარგად არიან მომზადებულები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე, ოლიმპიურ პარკში ქართული დელეგაციის წევრებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს გაიმართება და მასში სპორტის 10 სახეობაში საქართველოან წარგზავნილი 61 სპორტსმენი იასპარეზებს.

მინისტრმა წარმატება უსურვა ქართველ სპორტსმენებს და იმედი გამოთქვა, რომ ევროპულ თამაშებზე ქართველები არა ერთ გამარჯვებას მოიპოვებენ.

მინსკში გამართულ თამაშებზე ქართული დელეგაციის მედროშე მსოფლიოს ჩემპიონი, ძიდოისტი გურამ თუშიშვილი იქნება, დელეგაციას კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 4 000-ზე მტი სპორტსმენი მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს