ვერის ბაღთან, სადაც  ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

ვერის ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იმყოფება. შეხვედრის დაწყება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ იმართება, 20:00 საათზე იგეგმება.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შეხვედრა გუშინ დაანონსა. მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს