ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ ფოთის პოლიციის შენობდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არის მწვრთნელების გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეეცადა ჩემპიონატის ჩაშლას.

,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო. გარკვეული მწვრთნელები შეეცადნენ, რომ ჩაეშალათ ჩემპიონატი, რომელიც ფოთში იმართება. მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი მწვრთნელი გაიყვანეს გვერდზე და სცემეს. ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი. ეს არის ფედერაცია, რომელიც მუშაობს რეგიონებში ტაეკვონდოს განვითარებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მას”, - განაცხადა სულხან ბაბუაძემ.

ფოთში ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის შემდეგ სამი მწვრთნელი დააკავეს. დაკავებული მწვრთნელების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს და ფიზიკური დაპირისპირება მისი მომხრეების პროვოცირებული იყო. თავის მხრივ, ბაბუაძის მხარდამჭერები პროვოკაციაში მწვრთნელთა ნაწილს ადანაშაულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა