მწვრთნელები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტს მფარველები ჰყავს

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტს სულხან ბუბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის პოლიციის შენობასთან შეკრებილმა ტაეკვონდოს მწვრთნელებმა განუცხადეს. ისინი კონკრეტულ პირს, ვინც შეიძლება ბაბუაძეს მფარველობდეს , ვერ ასახელებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

„,ჩვენ ვითხოვთ ტაეკვონდოს ფედერაცის პრეზიდენტის გადადგომას. შედეგები უკვე ნულს გაუტოლდა, ფედერაცია უმოქმედოა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მწვრთნელების 95% ფედერაციასთან არ თანამშრომლობს და ბოიკოტს უცხადებს. თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს კაცი კიდე პრეზიდენტია, აქ ნამდვილად იკვეთება, რომ ამ ადამიანს ვიღაც ხელს აფარებს, შეიძლება თითონაც უნდა წასვლა, მაგრამ არის ვიღაც, ვისაც არ უნდა, რომ მან ეს პოსტი დატოვოს. ვერ გეტყვით ვინ მფარველობს, მაგრამ ფაქტია, რომ არის ვიღაც ვინც მას ხელს აფარებს“, - აცხადებს ერთ-ერთი მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი.

თავის მხრივ, ტაეკვონდოს პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე ამბობს, რომ მას ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყავს.

„ ხელისუფლებაში მფარველი ნამდვილად არ მყავს.მე მაქვს ძალიან კარგი წესდება, რომელიც მფარველობს იმ მხრივ, რომ ყველაფერი გაწერილია შიგნით, სწორედ იმის მიხედვით მუშაობს ფედერაცი, რომელსაც ჰყავს ძალიან ძლიერი გამგეობა, მუშაობს იმისთვის, რომ განავითაროს ქვეყანაში ტაიკვონდოს სახეობა. როდესაც ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, გადმომაბარეს მხოლოდ ,,მრგვალი“ ბიჭები, დანარჩენი ყველაფერი განადგურებული იყო, დღეს კი ეს ფედერაცია დგას ფეხზე, არის წარმატებული, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას. მზად ვართ, მივიღოთ ყველა ვისაც წევრობა უნდა, თუმცა მათი მიზანია, ეს ფედერაცია ხელში ჩაიგდონ ,ხულიგნურად“ ,-აღნიშნა სულხან ბაბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა