სალომე ზურაბიშვილი - სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა

საქართველოს პრეზიდენტმა მინსკში გამგზავრებამდე, მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და მნიშვნელოვან ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

„თქვენ წარმატებულ დარგს - ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია თავისი სპორტსმენებით, ეს იმიტომ რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ და ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები. სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობები. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და ეს პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება ცნობადი იყოს, დადებითი ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი თქვენი დამსახურებაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მე და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას თავადაც დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენი წარადგენს, სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობას 50 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს. 61 ქართველ სპორტსმენში 3 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, 6 ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხოლო 12 მსოფლიო ჩემპიონი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს