ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი გაიმართება

წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა, 17 ივნისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას 160 ბავშვი მიიღებს.

„სალოტბარო სკოლები რეგიონებში 2015 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა, სადაც 800 ბავშვი ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას 21 მუნიციპალიტეტში უფასოდ ეუფლება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხარდაჭერით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კიდევ 7 სალოტბარო სკოლის დაარსება.

ფესტივალის ,,მრავალჟამიერ" ფარგლებში, სალოტბარო სკოლების ღონისძიების მხარდამჭერია კომპანიები - ,,ბორჯომი" და ,,ევროპროდუქტი".

კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში რიგით მეორე ფესტივალი "მრავალჟამიერ" 14 ივნისს გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.

წელს ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს მასშტაბით 24 საბავშვო, საგუნდო კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ,,მრავალჟამიერ“ პირველად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონებში მცხოვრები ბავშვები,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა