ვაშლიჯვარში ორი მანქანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, აალება ერთ-ერთი მანქანის აფეთქებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ხანძარი მეორე მანქანაზე გადავიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.