„თიბისი“ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს

„თიბისი“ შვეიცარულ ფონდ responsibility Investments AG-ს მიერ ოპერირებულ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადადის. ივნისსში „თიბისიმ“ GCPF-ის აქციონერთა კრებას უმასპინძლა, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „თიბისი ბანკი“ როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური ბანკი საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში GCPF-თან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება. გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (Global Climate Partnership Fund - GCPF) აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილების შემცირებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. GCPF ინვესტირებას უმეტესად ახორციელებეს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის თქმით, ენერგეტიკის სექტორი „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მას ამ სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია.

„ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება „თიბისის“ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. „თიბისის“ ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს“, - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

„თიბისის“ ცნობისთვე, გასული პერიოდის განმავლობაში „თიბისის“ მიერ დაფინანსდა და ფინანსირდება 20 ახალი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 230 მეგავატი. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო „თიბისის“ ფინანსური რესურსით თანამონაწილეობა კი 220 მილიონ დოლარამდე.

„გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის ბიზნესს აქტივობებეზე და ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული აქტივების მართვის კომპანია responsAbility Investments AG. მას ინვესტიცია აქვს განხორციელებული 90-მდე ქვეყანაში და მართავს 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებს.

„თიბისი ბანკი“ ResponsAbility-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს