„საქსტატი“ - I კვარტალში თითქმის ყველა სექტორში კაცების ხელფასი ქალების ხელფასს აღემატებოდა

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს, - ამის შესახებ „საქსტატის“ 2019 წლის I კვარტალის ხელფასების სტატისტიკის ანგარიშშია აღნიშნულია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58 და 22.4 ლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა,

სტატისტიკის მიხედვით, I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

ამასთან, 2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება:

„საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო