4 თვეში ბიუჯეტში გადასახადების სახით 3 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 3 072 123 500 ლარი შევიდა , რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 90.6%-ია.

ამასთან, 2019 წლის 4 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში 3.4 მლრდ ლარი და წლიური გეგმის 33% შეადგინა. აქედან 3 072 123 500 ლარი ( 90.6%) საგადასახადო შემოსავალზე, 199 243 300 ლარი (5.9% ) გრანტებზე, ხოლო 120 057 600 ლარი (3.5% ) სხვა შემოსავლებზე მოდის.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წელს დაგეგმილი წლიური შემოსავლები მშპ-ის 25.8% უტოლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა