თინა ხიდაშელი ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობაზე - ჩემი გაერთიანება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გამორიცხულია

პოლიტიკურად ჩემი გაერთიანება რომელიმე პარტიასთან გამორიცხულია , - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა და ირაკლი ოქრუაშვილის ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის შესაძლებლობები შეაფასა.

ირაკლი ოქრუაშვილზე თუ როგორც ჩემს ჯგუფელზე მეკითხებით მხოლოდ წარმატებები შემიძლია ვუსურვო, ბავშვობის მეგობრობა მაინც მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად ჩემი გაერთიანება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გამორიცხულია, არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ პარტიასთან არასდროს არ ვიქნები, არამედ იმიტომ რომ დავასრულე ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამ ეტაპისთვის. შემდგომი 5-10 წლის განმავლობაში არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ოქრუაშვილის პარტიის სამომავლო გეგმებს, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სივრციდან ნებისმიერ პარტიას აქვს წარმატების მოპოვების შესაძლებლობა.

„გუშინდელი ამბის შემდეგ უკვე აღარაფერზე აღარ ვფიქრობ და არაფერი გამორიცხულია-მეთქი ამის თქმა მიჭირს, რადგან საკმაოდ მძიმე პროცესია ქვეყანაში. ამ პროცესიდან გამარჯვებული შესაძლოა ნებისმიერი პოპულისტი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასერიოზული პოლიტიკური ძალა გამოვიდეს, რომელიც საკუთარ ეთიკას, პოლიტიკურ ეთიკას მათ შორის, სხვა ადამიანების პატივისცემას, სხვა ადამიანების არჩევანის პატივისცემას გადააბიჯებს და გადაწყვეტს რომ ითამაშოს რაღაც ემოციებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა გუშინ დიდი ძალით არის დაგროვილი საზოგადოებაში. ამიტომ იმის მიხედვით ვინ რა არჩევანს გააკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა შესაძლოა გამარჯვებული გამოვიდეს ამ პროცესიდან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს