“პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ „საფინანსო კომპანია „საქართველოსთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დადგენილების პროექტი წარედგინება, რომლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია შპს “საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმიანობა, აგრეთვე ერონული ბანკის, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა.

როგორც დადგენილების პროექტშია ნათქვამი, კომისიამ უნდა შეიწავლოს, რამდენად ადეკვატური იყო ეროვნული ბანკის რეაგირება, შეიძლებოდა თუ არა ამ და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო, დროული და ეფექტური რეაგირების შემთხვევაში, ფაქტობრივად დამდგარი ზარალის თავიდან აცილება. კომისიამ ასევე უნდა დაადგინოს, რამდენად იკვეთება საქმეში თანამდებობის პირთა და მოხელეთა დანაშაულებრივი გულგრილობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო