ორგანიზაციამ „ერთად სახლში“ ათონელის სასახლესთან ტომრებით კარტოფილი მიიტანა და სალომე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვა

მთავარია, ხელისუფლებას მოშორდეს კორუმპირებული მთავრობა და უმაქნისი პრეზიდენტი - ამის შესახებ ორგანიზაცია „ერთად სახლში საქართველოში“ რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ელისო ბრეგვაძემ, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან განაცხადა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნითა და კარტოფილის ტომრებით მივიდნენ.

როგორც ელისო ბრეგვაძემ აღნიშნა, კარტოფილის დარიგებით ქვეყანა წინ ვერ წავა, ამიტომ მთავარია, ხალხმა საკუთარი ძალა იგრძნოს.

„რაც არ უნდა ბევრი კარტოფილი დაარიგონ, ამით ქვეყანა წინ ვერ წავა, მთავარია, ხელისუფლებას მოშორდეს კორუმპირებული მთავრობა და უმაქნისი პრეზიდენტი, რომელიც არაფერს აკეთებს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათი ძალა არის გადამწყვეტი“, - აღნიშნა ელისო ბრეგვაძემ.

ამასთან, ორგანიზაცია „ერთად სახლში საქართველოში“ ხელმძღვანელის სალომე ჭელიძის განმარტებით, მათ ადგილზე კარტოფილი სიმბოლურად მიიტანეს, რადგან ის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლებაში მოსვლასთან ასოცირდება.

„ემიგრანტები თვლიან, რომ ის არის თვითმარქვია პრეზიდენტი. კარტოფილი ასოცირდება ზუსტად მისი ხელისუფლებაში მოსვლასთან, ამიტომ, სიმბოლურად გამოვიყენეთ კარტოფილი, თუმცა ისინი არიგებდნენ შეშას, ფქვილს, ხახვს, მაგრამ ყველაფერს ერთად ჩვენ ვერ დავარიგებთ. ამიტომ ჩვენ მოგვაქვს უფასოდ კარტოფილი ყველა მსურველისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ღარიბი იქნება თუ მდიდარი ეს ადამიანი, სიმბოლურად ყველას დაურიგდება კარტოფილი. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გადადგება დაკავებული პოსტიდან სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა სალომე ჭელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს