თინა ხიდაშელი ლევან ვასაძის განცხადებებზე - ეს აღარ არის თეორიული მუქარა, ეს განხორციელებული მუქარაა, რომლის უკან მილიონერი დგას

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეს ადამიანები რაღაც არაფორმალური გაერთიანებების შექმნისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში“, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან ისაუბრა ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშისა“ და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებული „ლეგიონის“ შექმნა პირველი შემთხვევა არ არის.

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვანია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეს ადამიანები რაღაც არაფორმალური გაერთიანებების შექმნისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე თვის წინ მათ თქვეს, რომ რაღაც სახალხო რაზმებს ქმნიდნენ. მაშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყო საუბარი, განსაკუთრებით, არაბებზე და ირანელებზე ამბობდნენ, რომ რესტორნების მესაკუთრეებთან მივიდოდნენ და ყველაფერს უზრუნველყოფდნენ, რომ მათ ქართულ რესტორნებში სერვისი არ მიეღოთ. მაშინ ვამბობდით, რომ აქ ხელისუფლების წაყრუება, მოდუნება, რეაქციის არმიცემა, როცა ვიღაცები რესტორნებში საკუთარი წესრიგის დამყარებას ცდილობენ, ერთგვარი მწვანე შუქი იყო ყველა ამ ტიპის ორგანიზაციისთვის ვის რა აზრიც მოუვიდოდა თავში, დაამყარებდა მერე წესრიგს. ჩემთვის გუშინდელი ამბავი ერთგვარი გაგრძელებაა მთელი იმ პროცესის, რომელიც ბოლო ორი წელია, აქტიურად და ქმედით ფაზაშია. დღეს მათ დაიკავეს მძღოლის საჭე და ადგილი, რაც სახიფათოა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე აღნიშნა, რომ ეს ადეკვატური განცხადება არ იყო, რადგან სამინისტრო საზოგადოებას რეალურად, პოსტ-ფაქტუმ მოქმედებას ჰპირდება და არა - პრევენციას.

„შსს-ს არ ჰქონდა ადეკვატური განცხადება, რადგან განცხადება აბსოლუტურად აწყობილი იყო მომავალზე. ვინმეს რომ მოკლავენ, მერე ჩავერევითო. ანუ რაღაცებს მას მერე არ დავუშვებთ, რაც მოკლავენო, ასეთი იყო განცხადება და მე არ მგონია, რომ ეს ადეკვატური განცხადებაა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტად იმიტომ გვაქვს პრევენცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი და სისხლის სამართლის პოლიტიკის მამოძრავებელია, რომ შსს პრევენციით უნდა იყოს დაკავებული და არა იმით, რომ ხვალ და ზეგ, როცა ვიღაცას მოკლავენ, მერე აუცილებლად დაგსჯითო. დაუმორჩილებლობის მცდელობა უკვე იყო გუშინ, როდესაც ემუქრებოდნენ პოლიციელებს, გუშინწინ საერთოდ, განხორციელებული ქმედება იყო, რადგან რამდენჯერმე მიიტანეს იერიში პოლიციის კორდონზე. ზუსტად 1 წლის წინ მათ რუსთაველის გამზირზე პოლიციაზე თავდასხმის მრავალჯერადი მცდელობა განახორციელეს. ეს აღარ არის თეორიული და ვირტუალური მუქარა, ეს განხორციელებული მუქარაა, რომელსაც უკან მილიონერი უდგას და რომელსაც ასევე შეუძლია დააფინანსოს ის ჯგუფები, ვის ორგანიზებასაც გუშინ ახდენდა. სისხლის სამართლის კოდექსში სხვა კი არაფერი წერია“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს