ორი ქართული პროექტი ბრიუსელში „ევროპის განვითარების დღეებზე“ პირველად მიიღებს მონაწილეობას

18-19 ივნისს ბრიუსელი „ევროპის განვითარების დღეებს“ (European Development Days) მასპინძლობს.

ფორუმი ორგანიზებულია ევროკომისიის მიერ და თავს უყრის მთავრობების წარმომადგენლებს, საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ გლობალური განვითარების პროცესში, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, საინტერესო იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე. 2019 წელს ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს - “უთანასწორობის დაძლევა: ვაშენებთ სამყაროს, რომელიც არავის დატოვებს უკან“.

წელს პირველად, ფორუმის 14 წლიანი ისტორიის მანძილზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის დაფინანსებული ორი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში. კერძოდ:

"სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. მას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (Caritas Czech Republic in Georgia), სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით.

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის მიზანია დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს, იყვნენ ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი). ინიციატივას ახორციელებს კონსორციუმი საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მონაწილეობით და ნიდერლანდური კომპანია ეკორისის (Ecorys Nederland B.V.) ხელმძღვანელობით.

„ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის წამყვანი ფორუმის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასა და განვითარებაზე. ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოს ლიდერებს, წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებს და საკონსულტაციო კომპანიებს გავუზიაროთ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების წარმატებული გამოცდილება“, განმარტავს ალექსი ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა გამოფენა - „გლობალური სოფელი“ (Global Village), სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ასამდე პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის სარგებელს. საქართველოში განხორციელებული ეს ორი პროექტი სწორედ ამ გლობალური გამოფენის ნაწილი იქნება.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: www.eudevdays.eu

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა