ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, მადლობას უხდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მისი დამოკიდებულების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ თურნავა არის ძალიან გამოცდილი ექსპერტი, პროფესიონალი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით, მან ზუსტად იცის, რა სჭირდება ქვეყნის ეროვნულ ავიახაზებს, აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია მასთან ურთიერთობა, რადგან მას ზედმიწევნით აქვს შესწავლილი არსებული საკითხები და პრობლემები’’, - აღნიშნა რომან ბოკერიამ.
აღნიშნულ კომენტარს ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი" ავრცელებს.