„მისია 2019“-ის ფინალური ტური იწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 18 ივნისს, სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტური დაიწყება.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ამჯერად, კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.

მათივე ცნობით, წელს კონკურსში 51 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან შიდა შესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო შეარჩია.

„2019 წლის ფინალისტები, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალურ ტურში პარტნიორი კომპანიის დავალებაზე იმუშავებენ, არიან: „ინვენტა/INVENTA“ (თეიმურაზ გოჩიტაშვილი, ნენსი რობაქიძე, მაგდა ლომიძე); „კანუდოსი“ (მარიამ მოდებაძე, თამრიკო ნაჭყებია, გიორგი გაბიტაშვილი); „ფილოჟუ“ (მარიამ, ტურძილაძე, თამთა ფირანაშვილი, სალომე თალაკვაძე, ანნა კაცაძე, მარიამ რაქვიაშვილი); „100%“ (ანა მეგრელიშვილი, ელენა გულიაშვილი, მაია გაბელია); „Creative Thinkers“ (ქეთევან მდევაძე, ქრისტინე ბუთხუზი, ანი კაცაძე).

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი. კონკურს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა“, - აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე 7 წელია ახორციელებს სტუდენტურ პროექტს „მისია“, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას გახდნენ პარტნიორი კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინონ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ახალი ცოდნა ექსპერტებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდს საშუალება ეძლევა საკუთარი პროექტი განახორციელონ პარტნიორ კომპანიასთან ერთად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა