საუდის არაბეთს საქართველოში პირველი რეზიდენტი ელჩი ჰყავს

საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველმა რეზიდენტმა ელჩმა აბდულა ალ-მუტაირიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი და ხაზი გაესვა კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

ელჩმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა