თბილისის ეზიდთა ტაძარში „ტავაფა ეზიდის“ სატაძრო დღესასწაული გაიმართა

თბილისის ეზიდთა ტაძარში „ტავაფა ეზიდის“ სატაძრო დღესასწაული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა და ტაძრის გუმბათის წვერზე ფერადი ქსოვილებისგან დამზადებული ძღვენი აღიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, დღესასწაულს ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე. საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგებისა და კონფესიების სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდური დიასპორის წარმომადგენლები.

მათივე ინფრომაციით, ღონისძიების დასრულების შემდგომ, ოფიციალურად გაიხსნა „იეზიდების თეოლოგიური აკადემია“ სადაც მოხდება სასულიერო პირების, ღვთისმეტყველების, პედაგოგების, მეცნიერების მომზადება; საღვთისმეტყველო დისციპლინების და არაბული ენის სწავლება. ეზიდურ ტაძართან, ასევე გაიხსნა ქართულ-ეზიდური მეგობრობის სკვერი.

„ტაძრის დღესასწაულზე შეკრებილ ეზიდ თემსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ზაზა ვაშაყმაძემ, მან ეზიდ თემს „ტავაფა ეზიდი“ მიულოცა, სააგენტოს თავმჯდომარემ თბილისის ეზიდური ტაძრის რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით - ახლად გახსნილი „ეზიდების თეოლოგოიური აკადემია“ მეტ შესაძლებლობებს მისცემს ეზიდ თემს, მოამზადონ ადგილობრივი სასულიერო პირები და თეოლოგები. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო მუდმივად გვერდში უდგას ეზიდ თემს, ეხმარება მათ წინაშე არსებული საკითხების მოგვარებაში და მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს