ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისკენ.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, მათ შორის, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, შეღავათიანი პირობებით მოემსახუროს სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს და სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით, ვეტერანებისა და მათი ჯახის წევრებისთვის უზრუნველყოს უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ‘’აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ მოაწერეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს