დავით ზალკალიანი ლევან ვასაძის ორგანიზებულ შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებებზე - ეს  არ არის თანხვედრაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის განცხადებები, რომელიც ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ შეკრებაზე ისმოდა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არ არის თანხვედრაში.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია და ეს არ ექვემდებარება გადახედვას.

„ეს აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაციაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს არ ექვემდებარება გადახედვას. ეს ასახულია ჩვენს მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში. ეს არის ასახული ასევე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში და საქართველოს მთავრობის პროგრამაში. ასე რომ, ჩვენ ამ პოზიციიდან და ამ გეგმიდან არსად გადახვევას არ ვაპირებთ. ჩვენი გეგმა არის უცვლელი. ჩვენ მივდივართ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ ევროპულ და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ვერის ბაღში ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ელჩს, რომელიც თბილისი პრაიდზე მივა, ქამრით გაკოჭავენ და საკუთარ საელჩოსთან ისე მიიყვანენ, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, ქვეყანას რაც შეიძლება მეტი დასავლელი პარტნიორის მხარდაჭერა სჭირდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა