ნინო ლომჯარია - ფაქტია, რომ ლგბტ თემს ამ ქვეყანაში არ აქვს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა

ფაქტია, რომ ლგბტ თემს ამ ქვეყანაში არ აქვს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა, - ასე აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დაანონსებული ლგბტქ პრაიდის კვირეულის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

სახალხო დამცველის თქმით, დღემდე პრობლემად რჩება ლგბტ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„მე ვფიქრობ, რომ ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს და ეს არის ფაქტი. რეალურად ის, რომ ისინი შეიკრიბნონ თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი, არ ცვლის ვითარებას. ფაქტი ფაქტად რჩება, დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოდ, ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას. ეს სწორედ ამ თემის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა