მაია ცქიტიშვილის შეფასებით, სამთავრობო და პრემიერის ცვლილებაზე მუდმივი ჭორების გავრცელება ქვეყნის კეთილდღეობას არ ემსახურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შეფასებით, სამთავრობო და პრემიერის ცვლილებაზე მუდმივი ჭორების გავრცელება არ ემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლაზე და პრემიერის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ერთ მიზანს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არასტაბილურობის განცდა.

„ეს არ ეყრდნობა არანაირ ინფორმაციას. არის მხოლოდ ჭორი. ზოგჯერ, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული, ზოგჯერ სხვა მიზეზების გამო. ამ ეტაპზე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარ ცვლილებებზე საუბარი არ არის და ასეთი თემის აწევა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო