სალომე სამადაშვილი - როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქის თვითგამოხატვის უფლებას, ეს საფრთხეს უქმნის ყველას

როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქის თვითგამოხატვის უფლებას, ეს საფრთხეს უქმნის ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ მაგალითად, სიტყვის თავისუფლებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ომბუდმენის განცხადებას, რომ შსს-მ ლგბტ თემს „თბილისის პრაიდის“ ჩატარებაზე უარი უთხრა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საზოგადოება არაერთხელ ყოფილა იმის მოწმე, რომ შსს-ს და ზოგადად, სახელმწიფოს არასწორი რეაგირება ჰქონდა სხვადასხვა ნეოფაშისტური ჯგუფების აქტივობებზე და სხვადასხვა დაჯგუფებებზე, „რომლებიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ხშირად იყვნენ კიდეც ამ ძალადობის მონაწილე“. შესაბამისად, სამადაშვილის თქმით, ლოგიკური შედეგია ის ყველაფერი, რასაც საზოგადოება ამ დაჯგუფებების მრიდან ხედავს.

„გასული წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო არის უკიდურესად დასუსტებული და შეიძლება ითქვას, განადგურებული ამ ოლიგარქიული პოლიტიკის რეჟიმის შედეგად. სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ აღკვეთოს ძალადობა, დემონსტრირება გაუკეთოს იმას, რომ ლეგიტიმური ძალის გამოყენებაზე ლეგიტიმური უფლება გაჩნია მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, სამწუხაროდ, დღეს ქართული სახელმწიფო, ფაქტობრივად, ასეთ განადგურებულ ვითარებაში ხვდება გამოწვევას, რომელიც გუშინ, ვიღაც გაურკვეველი მოწოდებებისა და ძალადობის მქონე ჯგუფმა გაუგზავნა სახელმწიფოს. ამის შედეგები სამწუხარო იქმნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, რომ ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც მოქალაქეს სახელმწიფო იცავს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო