ნათია თურნავა კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა პრემიერის პოსტზე ბახტაძეს ცქიტიშვილი - ნაადრევად ნუ გავავრცელებთ უსაფუძვლო ხმებს, ეს ბიზნესს არაპროგნოზირებადობის განცდას უქმნის

მე როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მინდა მოგიწოდოთ, ნაადრევად ნუ გავავრცელებთ უსაფუძვლო ხმებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის მაია ცქიტიშვილით შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება საკადრო ცვლილებების შესახებ ბიზნესს არაპროგნოზირებადობის განცდას უქმნის.

„მე როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინდა მოგიწოდოთ, ნაადრევად ნუ გავავრცელებთ უსაფუძვლო ხმებს, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ქმნის არაპროგნოზირებად განცდას და ბიზნესებს არ უყვართ არაპროგნოზირებადი გარემო, თუ შეიძლება ამას ნუ შევუწყობთ ხელს“,-აცხადებს მინისტრი.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„მოგეხსენებათ საკადრო ცვლილებები წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივას, აქედან გამომდინარე, ის იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროებას დაინახავს და ყოველთვის ხდება ასეთი ცვლილების დასაბუთება, მე ვერაფერს დაგიდასტურებთ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“,-აცხადებს ნათია თურნავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა