ანონსი 18 ივნისი

18 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება მე-4 ოფიციალური კონფერენცია “ტურიზმის და მასპინძლობის” შესახებ, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში.

კონფერენციას გახსნის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი; Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია; დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე.

მის.: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”, ვარდების მოედანი №1

საკონტაქტო: ნუკი თეთრაძე, 579 21 02 01.

18 ივნისს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 23 ქვეყნის დელეგატები ჩამოვიდნენ - ლგბტ პრაიდი და რას ეძღვნება 19-22 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

18 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სასულიერო პირები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „თბილისი პრაიდი“; ლევან ვასაძის ე.წ. „სახალხო ლეგიონი“.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 ივნისი, 11:00 საათზე, პარლამენტში, შარტავას სახელობის დარბაზში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

18 ივნისს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ჩანაცვლება; ლგბტ თემის კვირეული.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

18 ივნისს, 11:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცეტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი“ - მეორე ღონისძიებათა ციკლს გახსნის, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს ეძღვნება.

მის.: ალექსიძის 1 ( ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)

18 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გაიმართება ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულებების პროექტების - „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q“ და „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი“ - თაობაზე.

ხელშეკრულებებეს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

18 ივნისს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 ივნისს, 12:00 საათზე, ექსპოჯორჯიას მე-3 პავილიონში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიებას გახსნიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და გიორგი ხანიშვილი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერი.

საკონტაქტო: სოფო ალთუნაშვილი 577109950

18 ივნისს, 12.00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ტოჩინოშინი მედიას, სტუდენტებს და სუმომანთა კლუბის წევრებს შეხვდება.

მის: პაატა სააკაძის #1, სვანეთის უბანი.

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

მის: სოფელი ნატახტარი. კომპანია „ნატახტარის“ სათაო ოფისი

18 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი გაიმართება

18 ივნისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტური დაიწყება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, მარო მაყაშვილის დარბაზი.

18 ივნისს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის:. პ. ინგოროყვას 7

18 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 ივნისს, 14:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ს.ს. „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლების „კარვების აქციის“ წარმომადგენლებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

18 ივნისს, 14:00 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება მუსიკალური ფესტივალის, Echowaves-ის ორგანიზატორების პრესკონფერენცია.

საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი 599 36 19 77 ნინი რეხვიაშვილი 555 133 639

18 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი მარიუშ მაშკევიჩი დაესწრება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

18 ივნისს, 14:00 საათზე, მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და სათემო რადიო „მარნეული“ გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე: „იძულებითი და ადრეული ქორწინების პრობლემა და მისი დაძლევის გზების ძიება“.

მის.: მარნეული, გიორგაძის ქუჩა #1

საკონტაქტო სალომე აჩბა 593 73 75 03

18 ივნისს, 15:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველო" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ათონელის #27

საკონტაქტო: 577 277 722

18 ივნისს, 16:00 საათზე, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

18 ივნისს, 20.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული ფილმის „4000“ საპრემიერო ჩვენება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო