დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზიტი იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლისთავს. სწორედ ამ თვალსაზრისით, ის დეკლარაცია, რომელიც იქნა მიღებული, იყო ყოვლისმომცველი. ის მოიცავდა ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. კერძოდ, ძირითადი, პრიორიტეტული მიმართულებები, რაც გახლავთ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაა. ასევე ეკონომიკური კუთხით, შესაძლებლობების გაფართოება, ვაჭრობის კუთხით პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე სხვა, ორ ძირითად მიმართულებაზე საუბარი - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავება. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში განმსაზღვრელი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში „ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრები შედგა“.

„მოგეხსენებათ, რომ დიდი ძალები არის ერთმანეთთან, მიმდინარეობს გარკვეული პროცესები. ისინი არიან დაინტერესებული ჩვენი რეგიონით. ამ კონტექსტში შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკა და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა ამ ძირითად საკითხზე საუბარი და შეთანხმებული, კოორდინირებული საქმიანობის განსაზღვრა. ის დეკლარაცია, რომელიც იქნა მიღებული არის არა მხოლოდ არსებული სიტუაციის ანალიზი და პოზიტიური გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არამედ არის მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ორივე მხარემ, როგორც საქართველომ, ასევე აშშ-მ კარგად იცის, თუ რა სტრატეგიულ მიმართულებაზე უნდა ისაუბრონ.

„მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზიტი იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ორივე მხარემ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სტრატეგიულ მიმართულებებზე ვიმუშავოთ, რა კონკრეტული ამოცანები და გეგმები არის განსახორციელებელი ყველა ამ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა