ირაკლი კობახიძე - აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ხელისუფლების როლი და ფუნქციაა კანონის უზრუნველყოფა და ეს ფუნქცია შესრულებული იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება.

„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ვერის ბაღში განვითარებული მოვლენებისას, მან აგრესიისა და სიძულვილის მკაფიო ნიშნები დაინახა.

„რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს