სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს ჩაატარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ერთი მხრივ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე და მეორე მხრივ, USAID- ის მიერ დაფინანსებული მთავრობათაშორისი აქტივობების ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, მემორანდუმი არის წინაპირობა იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტორული მომსახურება.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარმატებით გაიარა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხარისხის პროცედურა და აღიარებული იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორად.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან მსოფლიო ბანკის აუდიტორია და აქვს საერთაშორისო პროექტების აუდიტის გამოცდილება. სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მეორე აუდიტზე მუშაობს.

როგორც გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აღნიშნავს, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მაღალი შეფასება, როგორიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID), ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაღალ კვალიფიკაციას და სანდოობას.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მრავალწლიანი თანამშრომლობით ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის გაძლიერებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საქართველოში USAID მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა