ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოს სხდომისას გარდაიცვალა

კაიროში, სასამართლოს მსვლელობისას ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ჯაშუშობის საქმეს განიხილავდა, რომელშიც მურსი მთავარი ბრალდებული იყო.

ექსპრეზიდენტმა სხდომაზე სიტყვა ითხოვა, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა.

მუჰამედ მურსი 67 წლის იყო. ის ეგვიპტის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი გახდა ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, რომლის დროსაც პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა. მუჰამედ მურსი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, თანამდებობიდან გადააყენეს სამხედრო გატარიალების შედეგად, რასაც თან ახლდა მასობრივი საპროტესტო აქციები. 2015 წელს სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მოგვიანებით კი სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.

იხილეთ ვიდეო: ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა