დიღმის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

დიღმის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. კერძოდ, ესენი არიან გიორგი მამარდაშვილი და დავით ბერიძე, რომლებიც ე.წ. სახალხო რაზმში გაწევრიანდნენ.

ამ ეტაპზე სულ სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. მამარდაშვილისა და ბერიძის გარდა, სამმართველოში ლევან ჩაჩუას გამოკითხვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს, რომელსაც გამოკითხვაზე დაბარების უწყისი უნდა გადასცემოდათ, ისინი ჯერ სამმართველოში არ მისულან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო