მეტროპოლიტენი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მეტროპოლიტენი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, მეტროსადგურ „300 არაგველებზე“ შემადგენლობი შეიცვალა და მგზავრები სხვა შემადგენლობაში გადასვეს. თავად მატარებელი კი ჩიხში შევიდა, საიდანაც დეპოში გადავა. მეტროპოლიტენში განმარტავენ, რომ მოძრაობა ჩვეული განრიგით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა