ბულგარეთის პრეზიდენტი - საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს

საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს, - აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრისას გააკეთა.

როგორც ‘ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.

პარლამენტის ცნობით, ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. ამ კონტექსტში, რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. მისი შეფასებით, წვრთნისა და მომზადების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ბულგარეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ბულგარეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან ურთიერთობების განვითარება. ბულგარელ მეგობრებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განხორციელებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთის როლი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა