გია ხუხაშვილი პრაიდის თემაზე - ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია

ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ლგბტ პრაიდის თემას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

როგორც ხუხაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, თემა გაბუქებულია და დაპირისპირების ნარატივი საბოლოო ჯამში, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

„სინამდვილეში პრაიდი უკვე ჩატარდა. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის პრაიდი. პრემიერს დავეთანხმები და პრობლემა არის ძალიან გაზვიადებული. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ არსებობს და თემა არ არის აქტუალური. ხდება პედალირება, გაბერვა და გაზვიადება. ორივე მხარე ამ დაპირისპირებაში საკუთარ ინტერესს უყურებს. მეორე მხრივ, ფსევდო, ურარაღაცეებით ებრძვის პრობლემას, რომელიც თუ არსებობს, ძალიან მცირეა და საერთოდაც, პრობლემა არ არის. ეს საკითხი საქართველოში ძალიან ლოკალურია სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო მაინც დაზარალდა. გაიტესტა სიტუაცია, მოგონილი, არსაიდან მოტანილი თემა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ბევრი საუბარია იმაზე, აქვს თუ არა ამას პოლიტიკასთან კავშირი. რა თქმა უნდა, აქვს იმიტომ, რომ ასეთი კრიზისების თემებს გავლენის აგენტურა ამუშავებს. არ მინდა ხელის დადება და თქმა, რომ ვიღაცა ვიღაცაზე მუშაობს. შეიძლება ეს ორივე მხრიდან ნატურალურია, მაგრამ როგორც კი თემა იბადება, რომელიც ტოვებს პოლიტიკის საზღვრებს და ფუნდამენტურ, მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაში გადადის, სადაც ინტელექტი აბსოლუტურად იკეტება და მხოლოდ ემოციებით მიმდინარეობს დაპირისპირება, ეს გავლენის აგენტურისთვის ძალიან კარგი საჩუქარია, რაშიც ორივე მხარეს იყენებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირების ნარატივი საბოლოო ჯამში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

„შეიძლება ლიდერებმა ამ მოძრაობების საერთოდ არ იციან, ისე არიან ჩანერგილები გავლენის აგენტები და ცდილობენ შუბლებით დაატაკონ. ძლიერის პოზიცია არის სიმშვიდე. როდესაც სუსტს უპირისპირდები ეს არ არის ვაჟკაცობა. 100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ თურმე და 50 კაცი გავკოჭოთ, არ შეიძლება ასე ლაპარაკი, უხერხულია. პრობლემა არის ხელოვნურად გაბუქებული, გაბერილი, „შეკეთებული“. რანაირად არის ეს სამოქალაქო დაპირისპირება? ვინ ვის უპირისპირდება? 100 ათას კაციანი ლეგიონი რას უპირისპირდება - 50 კაცს? ეს არის ჩვენი ომი და აქ გადის ფრონტის ხაზი ამ ქვეყანაში?! რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! ამ 10 ათას კაცს სრული უფლება აქვს, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ ვის უპირისპირდება? წარმოიდგინეთ სპილოების ჯოგი ჭიანჭველამ რომ გააქციოს. ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო