თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა.

იხილეთ ვიდეო:

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო