ესპანეთის კურორტებზე პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს

შესაძლო ტერაქტების თავიდან არიდების მიზნით, ესპანეთის ხელისუფლება ქვეყნის პოპულარულ კურორტებზე 40 ათასამდე პოლიციელს განათავსებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის ძალები განთავსდებიან ასევე, სადგურებში, ხიდებზე, სასტუმროებში, კემპინგებზე, პლაჟებზე და სხვა ტურისტულ ადგილებში ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა Operación Verano 2019.

პოლიცია გაძლიერებულად 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი 30 სექტემბრამდე პერიოდში იმუშავებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს