საგარეო უწყება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის სტამბოლში მომხდარ დაპირისპირებაზე - კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა, აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი.

CNN TURK - ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპული ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო