საჯარო დაწესებულებებში პროგრამა „კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამის დირექტორმა კარსტენ პოსემ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტში ასახულია სამომავლო პროგრამის „კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ შეფასების დასკვნა. დასკვნის თანახმად, პროექტი დაეფუძნება მიმდინარე რეგიონული პროგრამების გამოცდილებებსა და შედეგებს. ეს პროგრამებია - „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“, „საჯარო ფინანსების მართვა“ და „სამართლისა და სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა“.

სამინისტროს ცნობით, ტექნიკური თანამშრომლობის მოდულის ამჟამინდელი მიზანია სამხრეთ კავკასიის ცენტრალური და ადგილობრივი დონის საჯარო დაწესებულებებში მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება. ეს გულისხმობს - დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას, საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით და სხვა.

რეგიონული პროგრამის სამიზნე ჯგუფი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგრარულ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობაა.

უწყების ცნობითვე, გერმანული მხარის დაფინანსებით, სახსრების მოსალოდნელი მოცულობა 15 მილიონ 600 ათასი ევროა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა