20 ივნისს, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გამო, სტეფანწმინდის და სნოს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 20 ივნისს პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელი სადგურის: დაბა სტეფანწმინდისა და სოფ. გერგეთის მომხმარებლებს.

ამასთან, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სნოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ, სოფ: აჩხოტის, სნოს, ახალციხის, ქოსელის, კალკუჩას და ჯუთას აბონენტებს. გაზმომარაგება შეეზღუდება ასევე საბაჟო ტერმინალს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო