გრიგოლ ვაშაძე - ლევან ვასაძე მოქმედებს მოსკოვიდან - ხალხს მისი ბოდვა არ აინტერესებს, სახელმწიფო კი ამას პასუხობს შეშინებული

ლევან ვასაძე მოქმედებს მოსკოვიდან, რუსეთიდან პირდაპირი ინსტრუქციებით. ეტყვიან გამოდი ქუჩაში, სცადე სიტუაციის არევა, გამოვა და ეცდება სიტუაციის არევას, - ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ლევან ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ეტყვიან ახლა სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით და გაჩუმდი - გაჩუმდება. გამოვიდა ვერის ბაღში, ათასი სისულელე ილაპარაკა, მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, შემდეგ ნახა, რომ რამდენიმე ასეული მარგინალის გარდა არავინ გამოვიდა. ხალხს, რომელსაც აწუხებს უმუშევრობა, შიმშილი, არაადეკვატური ჯანდაცვა, განათლება, ემიგრაცია - ამ ხალხს ლევან ვასაძის ბოდვა არ აინტერესებს. სახელმწიფო კი ამას პასუხობს შეშინებული, იცით რატომ შეშინებული, იმიტომ რომ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის გახევისთვის 6 თვე ისხდნენ ბიჭები და როდესაც ვიღაც ბანდერლოგი იმუქრება შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნით და ქალაქში ტერორის დაწყებით, იმას ეუბნებიან ალბათ, ესეა საჭიროო", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა