საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია „ნატახტარის“ თანამშრომლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „ნატახტარის“ თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ბენეფიტები გააცნო, ბოლო მონაცემები მიაწოდა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპენსიო ანგარიშების შემოწმების პროცედურა აუხსნა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, “ნატახტარის“ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, საპენსიო ასაკში თანხების გატანის პირობებითა და დანაზოგების ინვესტირებით დაინტერესდნენ.

,,ამ დროისათვის სქემაში 816 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. 500-მა დასაქმებულმა გასვლის განცხადება გააუქმა და სქემაში დაბრუნდა. 50 ადამიანმა კი საპენსიო ასაკს მიაღწია და დაგროვებითი საპენსიო სქემის პენსიონერი გახდა. დაგროვებითი სქემის მონაწილეებმა ხელზე გაოთხმაგებული თანხა ერთიანად გაიტანეს. მნიშვნელოვანია იცოდეს საზოგადოებამ, რომ საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე ჩართულ პირებს ერთიანად შეუძლოათ საპენსიო დანაზოგის გატანა", - განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა