დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოთანამდებობა დატოვა. განცხადება მინისტრის წასვლის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

მანამდე სერგეენკო იყო საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი და გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმიც.

სერგეენკოს მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას ეხება.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კვლევების თანახმად, დავით სერგეენკოს პერსონა რეიტინგებში ძირითადად მოწინავე ადგილებს იკავებდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო