ლევან ვასაძე - მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება - ეს კეთდება სიტუაციის არევისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლებას დაბრალდეს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება. ვასაძე არ გამორიცხავს, რომ იგეგმებოდეს მისი ლიკვიდაციაც.

როგორც ლევან ვასაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა.

ლევან ვასაძის განცხადებითვე, აღნიშნული ქმედება, რომელიც მის წინააღმდეგ შესაძლოა განხორციელდეს, გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული, რათა მოხდეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავება და ქმედების მოქმედი ხელისუფლებისთვის გადაბრალება.

„ერთ-ერთმა ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ყურადსაღებად მივიღე ეს ინფორმაცია და ჩავთვალე საჭიროდ, რომ აღნიშნულზე გამეკეთებინა განცხადება. ეს ყველაფერი კეთდება სიტუაციის არევისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ქმედება. აქ იკვეთება გარე ძალების ინტერესი. გლობალისტების, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში არიან ჩართული“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიმართოს ძალოვან უწყებას და ჩაერთოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ მას გვერდით ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„მე გვერდით მყავს ისეთი ბიჭები, რომლებიც ნებისმიერ პროგრამას შეშურდება და რომლებიც ზრუნავენ ჩემს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ამ წუთებში ვერის ბაღში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი ისევ შეკრებილია, რომლებიც ლევან ვასაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ იმოქმედებენ კანონის დაცვის ფარგლებში, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

თავად ლევან ვასაძემ ტერიტორია უკვე დატოვა.

ლევან ვასაძე - სანდრო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს მიმართ არის ფიზიკური საფრთხე, რათა ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო