ოთარ კახიძე - ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, როდესაც კადრები ირჩევა არა პროფესიონალიზმის, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით

ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, როდესაც კადრები ირჩევა არა პროფესიონალიზმის, არა პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების, არამედ პირადი ერთგულების და ნდობის ნიშნით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუღია არც „ქართული ოცნების" უმრავლესობას და არც პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს.

„პრემიერი მოგვევლინა როგორც ივანიშვილის პრესსპიკერი. რეალურად, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ძალიან პრობლემურია ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რომ რამდენიმე მილიარდიანი უწყების ხელმძღვანელი ხდება პოლიტიკური გამოცდილების არ მქონე პირი, არასაჯარო ფიგურა, რომელსაც არც შესაბამისი მენეჯერული გამოცდილება აქვს, რომ ამხელა სამინისტრო მართოს და არც ამხელა ფული განკარგოს. ეს არის ძალიან ცუდი და დაღს ასვამს ქვეყანას",-აცხადებს ოთარ კახიძე.

კახიძის თქმით , "ქართული ოცნების" მახასიათებელი გახდა კორუფცია, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების დონეზე.

„არაპროფესიონალური დანიშვნების შედეგებს ჩვენი საზოგადოება იმკის. "ევროპული საქართველოს" ფუნქცია არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ მმართველობის ამ ფორმის მანკიერება და არჩევნების საშუალებით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან. უმრავლესობა და მთავრობის მეთაური რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები",-აცხადებს კახიძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა