1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7559 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0995 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0907 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.