რადა გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადაყენებაზე ვლადიმირ ზელენსკის წარდგინებას მხარს არ უჭერს

უკრაინის უმაღლესი რადას სამართალდამცავი საქმიანობის უზრუნველყოფის კომიტეტი მხარს არ უჭერს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წარდგინებას, გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადაყენების თაობაზე. კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კოჟემიაკინი აცხადებს, რომ წარდგინებაში არ არის პროკურორის გადაყენების კანონიერი საფუძველი, კერძოდ წარდგინებას არ ახლავს პროკურორების საკვალიფიკაციო-დისციპლინარული კომისიის დასკვნა.

პროკურორის გადადგომა ხდება რადას თანხმობით, საკუთარი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება ლუცენკოს არ დაუწერია. ამ შემთხვევაში კი საჭიროა ან ზემოთ ნახსენები კომისიის დასკვნა, ან მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წარდგინება. ანდრეი კოჟემიაკინმა კომიტეტის პოზიცია გააცნო პრეზიდენტის წარმომადგენელსაც უმაღლეს რადაში რუსლან სტეპანჩუკს და ამ პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს