აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და უკვე მის მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თინათინ ზოიძისა და სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

„თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ის ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და ჩართულია რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში.

თინათინ ზოიძე 2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ, პარალელურად კი ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში”, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს