გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ვლადიმერ დავითაშვილის, დამენიას, ამილახვარისა და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ფრისის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, აკაკი ფაღავას, კორნელი სანაძის, ლუკა რაზიკაშვილის, საჯაიას, პაატა გუგუშვილის, გუმათჰესის, დიმიტრი ერმაკოვის, ბერიას, ცისკარიშვილის, გუმათის, ჯავახეთისა და ორბელების ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, საირმის, გვირილების, პაპაშვილისა და ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბეს“ მიმდებარე ტერიტორიის, დიდუბის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, ანაპის 414-ე დივიზიის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის, ჩარგლისა და არალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძისა და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.

17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, კასპისა და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, გიორგი წერეთლის, მიხეილ თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სურამის, ნინოშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავასა და ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელასა და წავკისის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა